ორთოპედიული სტომატოლოგია არის მეცნიერება კბილთა ფორმის, ფუნქციის, გარე იერსახის, კბილთა მწკრივის და ლამაზი ღიმილის აღდგენის შესახებ.
- პროთეზირების ჩვენებებია:
• კბილთა ძლიერი დაშლა
• ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევა
• კბილთა ნაწილობრივი და მთლიანი დაკარგვა
“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” შესაძლებელია ყველა თანამედროვე მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქციების დამზადება უახლესი და მაღალი ხარისხის მასალებისგან. გამოცდილი ექიმი-ორთოპედი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გირჩევთ თქვენთვის სასურველ და შესაბამის კონსტრუქციას.
არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები.
მოუხსნელი პროთეზები ფიქსირდება კბილებზე დიდი ხნით, ეს ცალკეული გვირგვინები ან ხიდებია, რომლებსაც ექიმი ამაგრებს წინასწარ დაქლიბულ კბილებზე.
დაქლიბული კბილებით სიარულის თავიდან ასაცილებლად ჩვენ დაგიმზადებთ დროებით გვირგვინებს.
დაქლიბული კბილებით სიარულის თავიდან ასაცილებლად ჩვენ დაგიმზადებთ დროებით გვირგვინებს.
ლითონ-ფაიფური (მეტალო-კერამიკა) – სპეციალური სამედიცინო ლითონისაგან ისხმება კარკასი, და მასზე იდება ფაიფურის მასა. ასეთი გვირგვინი ვიზუალურად სრულიად შეუმჩნეველია და არ განსხვავდება ბუნებრივი კბილისგან, არ იცვლის ფერს და არა ალერგიულია. მაღალი ესთეტიკურობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე, ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკის) გვირგვინებს პირველი ადგილი უკავიათ პირის ღრუს მოუხსნელ კონსტრუქციებში.
ლითონ-ფაიფურის გვირგვინები გამოიყენება, როგორც ცალკეულ კბილებზე, ასევე ხიდის სახით. შესაძლებელია ლითონ-ფაიფურის გვირგვინების ძვირფას ლითონებზე დამზადება. ასეთია, მაგალითად, პლატინა-ოქროს შენადნობები. ასეთი კბილები გამოირჩევა არა მარტო ფასით, არამედ ესთეტიკურობითაც. ფაიფურის შიგნით მყოფი ოქრო კბილს ცოცხალ ელფერს ჰმატებს. მხოლოდ კეთილშობილ შენადნობს შეუძლია ასე მჭიდროდ მიკრობა ღრძილთან და დაქლიბულ კბილთან, რაც სრულიად გამორიცხავს ცემენტის გამორეცხვას ან მეორად კარიესს. ოქრო თითქმის არ იძლევა ალერგიას. რა თქმა უნდა, ისინი არ არის იაფი, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს ღირებული შენაძენია.
ულითონო ფაიფური მისი დახმარებითაც ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ესთეტიკური პრობლემების გადაჭრა. ულითონო კონსტრუქციები სრულდება განსაკუთრებულად გამძლე სპეციალური ფაიფურისაგან, ლითონის კარკასის გარეშე, რაც დასრულებელი კონსტრუქციის ესთეტიკურ მხარეს ერთი-ორად ამაღლებს. ასეთი ფაიფურისგან შეიძლება დავამზადოთ გვირგვინები (კბილი იქლიბება მთლიანად), ვინირები(იქლიბება კბილის მხოლოდ წინა მხარე), ეგრეთ წოდებული კერამიკული ჩანართები (ინლეი და ონლეი ტექნოლოგიით), იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია კბილის მინიმალური ინვაზიით ძველი და დიდი ბჟენის გამოცვლა. თქვენი კბილები ბუნებრივად თუ მუქი ფერია, ძველმა ბჟენებმა ფერი იცვალა, გაქვთ ბზარები და უბრალოდ არ მოგწონთ თქვენი კბილები, რომლებითაც დედაბუნებამ დაგაჯილდოვათ, ჩვენი ექიმი ყოველთვის შემოგთავაზებთ ულითონო ფაიფურს. დანარჩენი თქვენს ხელთაა. თუ ზუსტად შეასრულებთ ექიმის ყველა დანიშნულებას კბილების მოვლასთან დაკავშირებით, თქვენს ლამაზ ღიმილს აღარაფერი დაემუქრება. ამასთანავე, ფაიფური ეს ერთ-ერთი იმ ნივთიერებათაგანია, რომელზეც ალერგია არ ვრცელდება.
მოსახსნელი პროთეზები არსებობს მთლიანი და ნაწილობრივი, ფირფიტოვანი და ბიგელისებური.
კბილის პროთეზები მზადდება სპეციალური სტომატოლოგიური აკრილის პლასტმასისაგან, მას შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს ფორმა, ფერი და სიმტკიცე.
მოსახსნელი პროთეზები შეიძლება ფიქსირდებოდეს კლამერების და საკეტების (ატაჩმენების) საშუალებით.
კლამერი წარმოადგენს ლითონის ან პლასტმასის კავს, რომელიც მოდებულია საყრდენ კბილზე და აფიქსირებს პროთეზს.
მოსახსნელი კონსტრუქციის ატაჩმენი ორი ნაწილისაგან შედგება, აქედან ერთი ფიქსირდება პროთეზზე, მეორე კი საყრდენ კბილზე. ფიქსაციის ასეთი ვარიანტი ძალიან საიმედოა და ესთეტიურია. მოსახსნელი ორთოპედიული აპარატების მოსავლელად უამრავი საშუალებები არსებობს, რომელთა შესახებ თქვენ ექიმი-ორთოპედი გაგაცნობთ.
ბიგელისებური პროთეზირება (გერმანული სიტყვიდან “Bugel” რაც ქართულად რკალს ნიშნავს) გამოიყენება კბილების საგრძნობი დანაკარგისას და ე.წ. ბოლო საყრდენი კბილების არ ქონის შემთხვევაში. საშუალებას იძლევა გადავანაწილოთ საღეჭი ძალა ღრძილსა და საყრდენ კბილებზე. ეს მოსახსნელი პროთეზის ნაირსახეობა შეიძლება შესრულდეს ცალკეც და ლითონ-ფაიფურის კონსტრუქციასთან ერთადაც. ბიგელისებური პროთეზი შედგება პლასტმასის კბილებისა და ხელოვნური ღრძილისაგან და ლითონის კარკასისაგან. მაგრდება ეს პროთეზი დარჩენილ კბილებზე კლამერების, ან ატაჩმენების დახმარებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დარჩენილ ბოლო კბილებზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს გვირგვინები.
კლამერები შეიძლება ფართო ღიმილის შემთხვევაში გამოჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით ატაჩმენებზე, ისინი მთლიანად გვირგვინთ იფარებიან და არ ჩანან. პროთეზის ასეთი ფიქსაცია მყარი და საიმედოა, მათი პირის ღრუდან ამოვარდნა კი შეუძლებელი. ბიგილისებურ პროთეზთან შეგუება სხვა სახის მოსახსნელი პროთეზებიდან განსხვავებით უფრო სწრაფად ხდება. ღამით მათი მოხსნა არაა საჭირო, ვხეხავთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.
No comments:
Post a Comment